განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

გამოქვეყნდა:

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია მიანიჭა. 

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ილიაუნს მიენიჭოს სრული ავტორიზაცია. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და მიიღო ის, რაც კანონით ეკუთვნოდა.

ილიაუნი იყო, არის და იქნება საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის განათლების ხარისხზე მოწმობს არაერთი საშინაო, თუ საგარეო კვლევა.

ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. ეს ბრძოლა აქ არ მთავრდება, ჩვენი სიმართლე მომავალი გამარჯვებების საწინადარია," - წერია გნცხადებაში. 

უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ "სამართლიან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი".

"ჩვენ ექსპერტთა ჯგუფის საუკეთესო დასკვნა გვქონდა მიღებული და როცა ამ დასკვნას ცვლის საბჭო, მან აუცილებლად დამატებითი გარემოებები უნდა დაადგინოს. არანაირი დამატებითი გარემოებები არ დადგენილა, ამიტომ ვიყავით ჩვენ სრულიად გაოგნებულები იმ გადაწყვეტილებით. ახლა საბჭომ გაიზიარა ყველა ჩვენი მოსაზრება და მართლაც, ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშისა და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი