სტუდენტური მოძრაობა "დაფიონის" ინფორმაციით, რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა 5 000 ლარით დააჯარიმეს. ოლიგარქის რეჟიმი მას 8 მარტს, გზის გადაკეტვას ედავება.
"ქალთა დღეს დამასაჩუქრეს. ქალთა დღეს მისცეს პატივი, 8-ში. ამ დღეს აქციაზე მივედი ძალიან გვიან და ამის ფაქტებიც მაქვს. სხვიტარიძის დედამ დამტოვა მეტროსთან და მთხოვა, რომ მიხვალ დამირეკეო. რომ მივედი გადავიღე ვიდეო და ჩავუგდე - "აი, გზა გადაკეტილია. მე მშვიდად მივედი, არ ინერვიულო. მადლობა ყურადღებისთვის". ზუსტად ამ სიტყვებით ჩავუგდე და კიდევ კარგი, რომ ჩავუგდე. მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენ განზრახ გადაკეტეთ გზაო. თქვენ განზრახ ტყუიხართ ბატონო, სირცხვილია მართლა, რა არის ეს?! მე სასაცილოდაც არ მყოფნის. მაჯარიმონ რამდენიც უნდათ, ამათ ჰგონიათ რომ შემაშინებენ? მე აწი რა შემაშინებს?!", - თქვა ნარგიზ დავითაძემ "ფორმულას" ეთერში.
ზვიად ცეცხლაძე ოლიგარქის პოლიციამ გასული წლის 4 დეკემბერს დააკავა. მოგვიანებით, 6 დეკემბერს ივანიშვილის სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა.