"დაგმობილია კრემლის ჩარევა არჩევნებში" | საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტს მხარი 288 დეპუტატმა დაუჭირა. 

კერძოდ, ფრანგი კანონმდებლები, გამოდიან მოწოდებით, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაძლიერდეს და მოხდეს კიევის მხარდაჭერა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით. რეზოლუციის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სამხედრო მიზნებსა და ქვეყნის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, NATO-სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის.

რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია: უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნის გაგრძელება, ევროკავშირის მონაწილეობა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში და სამხედრო პროდუქციის გაზრდის აუცილებლობა, მათ შორის უკრაინის გასაძლიერებლად.

რეზოლუციაში დაგმობილია "რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ - კიბერთავდასხმების, კორუფციისა და დეზინფორმაციის ან პროპაგანდისტული კამპანიის სახით" და ასევე დაგმობილია კრემლის ჩარევა ევროკავშირსა და მის სამეზობლოში, განსაკუთრებით კი - მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი