არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს და ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერს, თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. შესაბამის "განკარგულებას" კობახიძემ მოაწერა ხელი.
"ყოფილ პრემიერმინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს − თეა წულუკიანს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს", - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.