თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომელმა, მაია მუშკუდიანმა თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
"ჩემი სოლიდარობა საჯარო მოსამსახურეებს ამ ჯერზე ამ ფორმით, პეტიციაზე ხელმოწერა იმაზე წუხილი იყო და არის, რომ საქართველო, ვერცერთი სახელმწიფო, ვერ გადარჩება იზოლაციაში. თავდაცვის სამინისტროში გუშინ დამთავრდა ე.წ. რეორგანიზაციის პირველი ტალღა და დაიწყო მეორე...
ძალა მაინც უძალოთაა ბოლოს, წარმატებები თავდაცვის სკოლას, რომელიც რეგიონში პირველი ნატოს მიერ აკრედიტებული და ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების კოლეჯის ასოცირებული პარტნიორი გახდა 2022 წელს.
საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპაშია, მუხა მაინც შეიმოსებაო და მაინც იმედით ვარ და ვეძებ სამსახურს," - წერს მაია მუშკუდიანი.