"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ცაგარელი წერს.
"მას შემდეგ რაც, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების "მოძულე" აკადემიური პერსონალია.
რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა (ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ), არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ," - წერს თამარ ცაგარელი.