რუსთაველის თეატრმა ანა ამილახვარი და კიდევ ორი მსახიობი, რომლებიც სცენაზე რეჟიმის პატიმრების მხარდამჭერი მაისურით გამოჩნდნენ, სპექტაკლიდან ჩახსნა.
მსახიობებს წერილობით აცნობეს, რომ რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ანა ამილახვარის თქმით, მათ შენიშვნა გამოუცხადეს.
"მე და ჩემმა მეგობრებმა გავაჟღერეთ, რომ სოლიდარულები ვართ სინდისის პატიმრების მიმართ. 6 თებერვალს უკვე გამოიცა ეს დადგენილება, სადაც აგვიხსნეს, რომ აღარ ვართ მოქმედი სპექტაკლის მონაწილეები, ასევე გვაქვს შენიშვნა მოცემული, რაც გულისხმობს იმას, რომ შემდეგ ნებისმიერ შენიშვნაზე, ახლა რომ ინტერვიუს გაძლევთ, შეიძლება ესეც გახდეს მიზეზი მათი მხრიდან შენიშვნისა და მომხსნან საერთოდ თეატრიდან," - განაცხადა ანა ამილახვარმა "TV პირველთან".