უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტები სკანდირებენ: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა". ადგილზე ასევე იკრიბებიან სტუდენტები.
აქციის მონაწილეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.