"კონსტიტუციის დაცვისთვის, პროევროპულ განცხადებაზე ხელის მოწერის გამო, ჩემი განთავისუფლების რიგიც მოვიდა" | თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს

გამოქვეყნდა:

მერიის კიდევ ერთი თანამშრომელი, რუსუდან ბეჟანიშვილი წერს, რომ პროევროპული განცხადებაზე ხელის მოწერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"აი, ასე საყვარლად კონსტიტუციის დაცვისთვის, პროევროპულ განცხადებაზე ხელის მოწერის გამო, ჩემი განთავისუფლების რიგიც მოვიდა. 14 წელი პირნათლად, თავდაუზოგავად ვიმსახურე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში. ჩემთვის მეორე სახლი იყო, რადგანაც შესანიშნავი ხალხის გარემოცვაში მიწევდა მუშაობა, მადლობა მათ. ჩემზე მეტად ინერვიულეს და განიცადეს. სირთულის მიუხედავად ნაწილმა შევძელით ბოლომდე მტკიცედ პოზიციის დაცვა. ძლიერი ხარ, როდესაც სიმართლის მხარეს დგახარ. ყველას გისურვებთ სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას!", - წერს ბეჟანიშვილი და გათავისუფლების შესახებ განკარგულებასაც აქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი