თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.
მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
განახლება: მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს