იმერეთში, დიდთოვლობის დროს დაკარგულ 72 წლის კაცს ისევ ეძებენ

გამოქვეყნდა:

იმერეთში, დიდთოვლობის დროს დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ისევ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭაგნიდან 26 თებერვალს საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. შემჩნეულია სამტრედიასა და შემდეგ ხონში.

ახლობლების ინფორმაციით, კაცს დემენცია აქვს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

დაკარგულ კაცს აცვია სპორტული შარვალი და სამხედრო პრინტიანი ქურთუკი.

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს, ან შვილს ტელეფონის ნომერზე - 591048065

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი