ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი - მოტოციკლის მძღოლიც და ქვეითიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
მოტოციკლის მძღოლი პოლიციელი იყო.