წალენჯიხაში 25 სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარია, საჩინოში დასახლებულ პუნქტს უახლოვდება | ბელქანია

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში ძლიერი ხანძარია. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლი 25 სხვადასხვა ადგილზეა. მათ შორის, როგორც ბელქანია წერს, საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება:

"ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში! 

მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი  ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.

სავარაუდოდ ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა! " წერს ბელქანია.

მისივე ცნობით, რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს ელოდებიან და 112-ში უკვე შესულია შესაბამისი შეტყობინება. გარდა ამისა, ადგილზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულ სადენებს კი საქენერგო აღადგენს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი