უბედური შემთხვევა კახეთში | 70 წლამდე კაცი ვენახში დაიწვა

გამოქვეყნდა:

კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული  ტერიტორიიდან   ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.

ადგილზე სახანძრო- სამაშველო  და სასწრაფო სამსახურის  მობილიზაცია განხორციელდა,  თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი