ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულებით, 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მცხოვრები, მეშვიდე კლასის მოსწავლე წნორის  "არქიმედეს" კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის, ოთარ რუაძის განმარტებით, მანამდე  მოზარდს ექიმის კონსულტაცია არ გაუვლია.

"ჩვენთან შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. დედის ინფორმაციით, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, თუმცა ექიმისათვის არ მიუმართავთ. ჩვენთან შემოყვანილი უკვე მძიმე იყო და განხორციელდა რეფერალი თბილისში, თუ არ ვცდები, ინგოროყვას კლინიკაში. სავარაუდოდ, ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება, თუმცა ალბათ მიმღებ საავადმყოფოში, უფრო დააზუსტებდნენ "- განაცხადა რუაძემ.

გარდაცვლილი გოგონა,  საავადმყოფოდან უკვე სახლში, სოფელ ჯუგაანშია გადასვენებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი