„ხარება ვისაც არ ევასება, იმის დედას შე*ეცი“! - შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი წეროვანთან, ავტობანზე თავს დაესხა საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.
"მთის ამბები" თავდასხმის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.