17 მარტს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან თოვლი | სააგენტოს გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 - 5 ბალიანი შტორმი.

საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე მაღალი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი