სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე 17 და 18 მარტს გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი