აგარასთან, ავტომაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. ინფორმაციას და ფოტოს "მოზაიკა" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა. უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.
"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.