"აფგან სადიგოვს [161 დღე შიმშილობის შემდეგ] სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია" | სადიგოვის ცოლი

გამოქვეყნდა:

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვის ინფორმაციით, კაცს 161 დღე შიმშილობის შემდეგ სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია.

"დღეს ველაპარაკე, დამირეკა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობდა, სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია. მითუმეტეს ისეც ძალიან სუსტადაა. მის ჯანმრთელობაზე ვშფოთავ. მხოლოდ დღიურ მსუბუქ საკვებს აძლევენ. ესაა და ეს. არ ვიცი, რატომ, თუმცა, ცხადია, ისევ დავალებას ასრულებენ. ივანიშვილის რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია", - ამბობს ის "ნეტგაზეთთან".

28 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია საბოლოოდ შეაჩერა. სადიგოვმა ამ გადაწყვეტილების ფონზე ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი