მედია: პუტინის პირადი ექიმი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფება

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს და წერს, რომ ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” გადაინაცვლეს.

ჟურნალისტების ჯგუფში არიან "ისტანკინოს”, “ნტვ” -სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, თავად ლეონიდე ბოკერია კი დახურულ შეხვედრებს მართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი