"ნანუკას ფონდი დააყადაღეს" | ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ნანუკას ფონდი დააყადაღეს - "ნანუკას ფონდი დააყადაღეს. 
დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ."
  - წერს ჟორჟოლიანი.

განახლება: "ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების  მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.
დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება." წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი