თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ადასტურებს, რომ მისი ანგარიშები დაყადაღებულია, თუმცა დეტალები ამ დროისათვის მათთვის უცნობია:
"დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.
ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.
რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ." ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დაყადაღებულია "ნანუკას ფონდი" და prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდიც.