"დღეს სრულიად შემთხვევით ვიგებთ, რომ ოკმელა გადაიყვანეს სხვა საპატიმროში... განაჩენში უწერია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა. ქსანში დახურული ტიპისაა" | ოკმელაშვილის ცოლი

გამოქვეყნდა:

რეჟიმის პატიმარი გიორგი ოკმელაშვილი, ოჯახის წევრებისა და ადვოკატის გაფრთხილების გარეშე, გლდანის საპატიმროდან ქსანში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისი ცოლი თამთა ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს

მისი განცხადებით, გიორგი ოკმელაშვილს განაჩენში უწერია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა, ქსნის საპატიმრო კი დახურული ტიპის დაწესებულებაა. 

"დღეს სრულიად შემთხვევით ვიგებთ რომ ოკმელა გადაიყვანეს სხვა საპატიმროში. არ შედგა ჩანიშნული ჩანიშნული ვიდეოქოლი, იმ მიზეზით რომ გლდანში აღარ არისო.

კარგახანი დამჭირდა, იმის გასაგებად, სად იმყოფებოდა. ქსანში დავრეკე და ვიკითხე თქვენთან არისთქო და კი პარასკევს გადმოიყვანესო. არ უნდა ვიცოდეთ ოჯახის წევრებმა ან ადვოკატმა, ან დარეკვის უფლება არ აქვს რომ შეგვატყობინოსთქო?! - წერილი მოგივათ განყოფილებიდანო, ეხლა შაბათი-კვირა დაემთხვა და დაგვიანდება მოწოდებაო.

ოკმელას განაჩენში უწერია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა. ქსანში დახურული ტიპის დაწესებულება არის.

დილით ადვოკატი გლდანის ციხეში იყო პატიმრებთან და მანაც მაშინ გაარკვია, როცა მოითხოვა ოკმელასთან შეხვედრა, უი ეგ გადაიყვანეს უკვე ქსანშიო.

თქვენი სიცოცხლით სავსე ქალაქი ვქუნემ მე!

ცეცხლი ოლიგარქიას და თქვენ მონებს!

ბრძოლას მე ვერ გადამაჩვევთ," - წერს თამთა ჩხეიძე. 

შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი