ოლიგარქის პარტია ნარკოდანაშაულთან მიმართებით, "განსაკუთრებულ შემთხვევებში", სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობის დამატებასაც განიხილავს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია".

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

"ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ... სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებისთვის არის საშიში და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ", - განაცხადა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი