მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ხანძარია. ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
"მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მეხანძრე მაშველები ადგილზე იმყოფებიან. მათივე ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.