"უნივერსიტეტს დაეხმარება" | შავი ზღვის უნივერსიტეტის ცნობით, ოლიგარქის განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი მათ კონსულტანტად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

შავი ზღვის უნივერსიტეტის ცნობით, ოლიგარქის განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი უნივერსიტეტის კონსულტანტად დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემა EDU.ARIS.ge-მ დაწერა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ოლიგარქის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი გახდა.

უნივერსიტეტის მტკიცებით, "გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში".

გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 28 სექტემბერს დატოვა. ის "ქართული ოცნებიდან" X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი