ოლიგარქის სასამართლომ სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მას 2 000-ლარიანი ჯარინა განუსაზღვრა.

მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, მან პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით კი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი