SJC: ფონდების დაყადაღება პროტესტის დასჯისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის კიდევ ერთი აგრესიული მცდელობაა

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" სხვადასხვა ფონდებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გადაწყვეტილება გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას.

"ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და “ქართული ოცნების” მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

17 მარტს, ოლიგარქის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უწყების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს, „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-სა და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს. ფონდებმა ყადაღის შესახებ სამუშაო პროცესში გაიგეს და სასამართლოს განჩინებები ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი