"ჩხრეკა რომ ჩატარდება ველოდები რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ, რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც | ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს პროკურატურაში იყოფებოდა. ჟორჟოლიანმა საგამოძიებ უწყებას ოფიციალურად მიმართა და სასამართლო განჩინებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მისი საქველმოქმედო ფონდი დააყადაღეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ელოდება მისი სახლის ჩხრეკას და არც ბრალის წაყენებას გამორიცხავს - "ჩხრეკა რომ ჩატარდება ველოდები რომ ბრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც" - ამბობს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში,  გუშინ, 17 მარტს 5 ფონდი დააყადაღა, რომლებიც მოქალაქეებს რეჟიმის მიერ გამოწერილი უსამართლო ჯარიმების გადახდაში, ასევე სხვადასხვა საქველმოქმედო საჭიროებებში ეხმარებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი