ოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" FARA-ს კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქის პარტიის მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.
არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის "თავმჯდომარე", არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი, 355-ე სეკუნდა მუხლი:
"თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. კონკრეტული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმა იყოს არაუმეტეს 5 000 ლარით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე, ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ“, – თქვა გორდულაძემ.
საკითხის მესამე მოსმენით დამტკიცება ხვალ იგეგმება.