ცერცვაძე, გამყრელიძე, იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე...- 9 ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 9 ექიმს 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. 

  • თენგიზ ცერცვაძე — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • პაატა იმნაძე — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;
  • მარინა ეზუგბაია — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;
  • ლევან რატიანი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;
  • მარინა ენდელაძე — ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე;
  • დავით გადელია — აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი;
  • ელზა ვაშაკიძე — თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი; 
  • ლევან გოფოძე — თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;
  • ამირან გამყრელიძე — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

წლევანდელი "თბილისობა" მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დაჯილდოვების ცერემონია საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცემოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი