ოლიგარქის პოლიციამ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მეექვსედ დააჯარიმა.
მას ამჯერადაც გზის გადაკეტვას ედავებიან.
"ცოტა ნაწყენი ვარ პოლიციაზე. წინათ თუ უფროსი დეტექტივი მიწერდა ჯარიმებს, ახლა უბრალო დეტექტივმა (ზაურ წერეთელმა) გამომიწერა და ისიც სხვას (გიორგი კაკაშიას) გამოატანა. მხოლოდ ის მაწყნარებს, რომ წერეთელი თავადური გვარია", - წერს ის და ვიდეოს აქვეყნებს.