ლანდსბერგისისა და პარტიების შეხვედრაზე "ოცნების" პროპაგანდისტული მედიის არდაშვებას, ომბუდსმენი "მანდატის ფარგლებში შეისწავლის"

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ "თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის" ცალკეული მედიის წარმომადგენლების არ დაშვების ფაქტს ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის თბილისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე. 

"სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია." აცხადებს იოსელიანის ოფისი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი გუშინ, 18 მარტს პროდასავლური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი