"გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით, მოვითხოვთ საავადმყოფოში გადაყვანას" | პაპიაშვილი

გამოქვეყნდა:

დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, შიმშილობის მე-8 დღეს, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკიდურესად დამძიმდა:

"მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით.
5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.
ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას!!!" წერს პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს მან შიმშილობა დაიწყო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი