ლიეტუველი ჟურნალისტი რეგინა ეგოროვა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ჩემს საყვარელ საქართველოში ყოფნის ზუსტად 15 წლის შემდეგ, ახლა არ მომცეს ქვეყანაში შესვლის უფლება! ახსნა-განმარტების გარეშე უკან გამაძევეს. "სხვა მიზეზების გამო"… ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ სად არის დღეს ქვეყანა," - წერს ჟურნალისტი.