თბილისის ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
გამოქვეყნდა:
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:
მთაწმინდა, მერაბ კოსტავას ქ. 1 შეს N13 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 3/20/2025 10:45 დან 3/20/2025 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოსტავას ქუჩის N 37-45, კოსტავას 1 შეს. მედეა (მზია) ჯუღელის და სატივეს (იიგივე ვერეს 2 შესახვევი) ქუჩებს.
საბურთალო რაიონში, დღეს, სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის ქ. N128-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/20/2025 12:00 დან 3/20/2025 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. დიღომში: სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, აღმაშენებლის, ხანძთელის და კვირაცხოველის ქუჩებს.
დღეს, საბურთალო რაიონში, სოფ.დიღომი, კრისტიან სტივენის ქ. N19ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/20/2025 12:00 დან 3/20/2025 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მირიან მეფის N 80ა, სტრაბონის, ლამბერტის, კლაპროტის, სტივენსის და ნიკო ბურის ქუჩებს.