ოლიგარქის შსს 4.8 მილიონად 50 მიკროავტობუსს ყიდულობს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის შსს-ს მომსახურების სააგენტო 50 სამგზავრო მიკროავტობუსის ყიდულობს. ტენდერი 19 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17-22 აპრილს განხორციელდება.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.8 მილიონია. მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 220 კალენდარული დღის ვადაში.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად  გათვალისწინებულია M2 კატეგორიის სამგზავრო მიკროავტობუსის შესყიდვა. ავტომობილები უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდისა და მოდელის, ახალი, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ავტომანქანები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების.

მიკროავტობუსში უნდა იყოს არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი + 1 დასაჯდომი მძღოლისთვის. ყველა სავარძელი დამონტაჟებული უნდა იყოს ქარხნული წესით მიკროავტობუსის მწარმოებლის მიერ, მიკროავტობუსების წარმოების პროცესში. საგარანტიო პირობა არის, არანაკლებ 5 წელი ან 150 000 კილომეტრი, რომელიც ადრე შესრულდება სრულ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი