გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს | პაპიაშვილი

გამოქვეყნდა:

გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობის მე-9 დღეს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს - ინფორმაციას მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს:

"ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!
გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე,  პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.
გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!" წერს პაპიაშვილი.

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში 11 მარტს დააკავეს. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს მან შიმშილობა დაიწყო. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი