ქუთაისში ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში,  აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც საავტომობილო გზას კვეთდნენ - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს. როგორც გამოცემას თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ქალი და კაცი.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი