უხვი ნალექი თბილისის შემოგარენში | მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა ინტენსიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის შემოგარენში გასულ ღამეს უხვი ნალექი მოვიდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში.

წყნეთში მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

"თბილისის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა. გზებზე გადაადგილება არსად შეფერხებულა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით", - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი