"ავტორიტარული "ოცნების" ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა შეიძლება მოსპოს დამოუკიდებელი პრესა" | ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "რუსული კანონის" მეორე მოსმენით დამტკიცების შესახებ და აღნიშნავს, რომ კანონი საქართველოში დამოუკიდებელ პრესას საფრთხეს უქმნის.

როგორც CPJ-ის განცხადებაშია ნათქვამი, მედია ჯგუფებს ეშინიათ, რომ კანონპროექტს, რომელსაც "ქართული ოცნება" აშშ-ის კანონის "ზუსტ ასლს" უწოდებს, უფრო სადამსჯელო ფუნქცია ექნება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, სადაც კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიმართ იშვიათად გამოიყენება.

"CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას. მზარდი ავტორიტარული მმართველი "ქართული ოცნების" ხელში, FARA-ს ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედია ადვოკატირების ჯგუფები", - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.

18 მარტს, ოლიგარქის პარლამენტმა აშშ-ში მოქმედ, "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ" FARA-ს კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქის პარტიის მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი