დაპირისპირება "მაგთიკომში" | პროფკავშირების ცნობით, ადმინისტრაციის უფროსი კომპანიის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა და სამსახურიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

2025 წლის 21 მარტს, შპს მაგთიკომში დასაქმებულ მძღოლს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რის შემდეგაც მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, დასაქმებულები უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ, რისთვისაც მათთან ადმინისტრაციის ინიციატივით დღეს შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, პროფკავშირების განცხადებით, ადმინისტრაციის უფროსმა, ნოდარ ბაღათურიამ ადგილზე მყოფ ერთ-ერთ დასაქმებულს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც: 

"2025 წლის 21 მარტს, შპს მაგთიკომში დასაქმებულ მძღოლს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რის შემდეგაც მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დასაქმებულების განმარტებით 2025 წლის 17 მარტს შეხვედრა შედგა დამსაქმებელთან სამუშაო ადგილზე არსებულ შრომით პირობებთან დაკავშირებით. დამსაქმებლის მხრიდან გაცემულ იქნა დაპირებები, რაც უკავშირდებოდა დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ შპს მაგთიკომში 2024-2025 წლებში 2-ჯერ მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიზნებისათვის. თუმცა, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული დამსაქმებლის პოზიციის გამო.

2025 წლის 21 მარტს, დილით, დასაქმებულებთან ადმინისტრაციის ინიციატივით კიდევ შედგა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოისურვეს კონკრეტულ ორ დასაქმებულებთან გასაუბრება რა დროსაც ადმინისტრაციის წარმომადგენლის, კერძოდ, ადმინისტრაციის უფროსის, ნოდარ ბაღათურიას მხრიდან მოჰყვა ადგილზე მყოფ ერთ-ერთი დასაქმებულის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა.

საკუთარი ქმედების გამართლების მიზნით, დამსაქმებლის მიერ 2025 წლის 21 მარტსვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სამსახურიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სამი თანამშრომელი: ორი პირი, რომელთანაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისურვეს გათავისუფლება და ერთი პირი, რომელიც შეეცადა ფიზიკური დაპირისპირების შეჩერებას.

რეაგირებისათვის ადგილზე გამოძახებულ იქნა კრიმინალური პოლიცია.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გმობს მომხდარ ფაქტს, მით უფრო მაშინ, როდესაც დასახელებული სამი თანამშრომელი გახლდათ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრი.

დასაქმებულთა უფლებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ  მექანიზმს დასაქმებულთა დასაცავად. " ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი