რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოური აგენტების" რეესტრი განაახლა და მასში 2 აფხაზი ჟურნალისტი შეიყვანა. რეესტრში მოხვდნენ "აიაშარას" ჟურნალისტი ნიზფა არშბა და "Нужная газета"-ს დამფუძნებელი, იზიდა ჭანია.
ორივე ჟურნალისტი ოკუპირებულ აფხაზეთში დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენელია. ამის დასტურია რუსული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო მედიების მიერ მომზადებული სიუჟეტები, რომლებშიც ნიზფა არშბასა და იზიდა ჭანიაზეა საუბარი. პროკრემლისტური მედიები ამბობენ, რომ "ორივე ჟურნალისტი ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ და დასავლურ ინტერესებს ატარებდა და ცდილობდა მოსახლეობაში ეჭვის გაჩენას, რომ აფხაზეთს არ შეუძლია სუვერენული სახელმწიფო იყოს. ისინი ღიად უჭერდნენ მხარს პროტესტს, რომელმაც აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება გამოიწვია".
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა "უცხოური აგენტების" რეესტრში კიდევ ერთი აფხაზი ჟურნალისტი, გაზეთ "Чегемская правда"-ს რედაქტორი, ინალ ხაშიგი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში "უცხოური აგენტების" რეესტრში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე მოხვდა.