ოლიგარქის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საპატრიარქოს თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2 014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობები გადასცა. შესაბამის განკარგულებას არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 17 მარტს მოაწერა ხელი.
განკარგულების მიხედვით, ფართი მანამდე ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ფიქსირდებოდა. მიწის ნაკვეთი და შენობები საპატრიარქოს სიმბოლურ, 1 ლარად გადაეცა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თანხის გადასახდელად საპატრიარქოს 1-თვიანი ვადა მიეცა.