საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებები ბიუჯეტიდან 43 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, სასულიერო აკადემიას ღონისძიებებისთვის 12 000 ლარზე მეტი გამოუყვეს | ოლიგარქის პრემიერის განკარგულება

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 035 000 ლარს გადასცემს. შესაბამის განკარგულებას არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 14 მარტს მოაწერა ხელი.

სულ დაფინანსებას 53 დაწესებულება მიიღებს:

"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით პროგრამის - "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43 035 000.00 (ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით", - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, კიდევ ერთი განკარგულებით, პროგრამის – "საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 12 500.00 ლარი გამოეყო. ეს განკარგულებაც 14 მარტით თარიღდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი