სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა | სააგენტოს განცხადება

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩასვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

"გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია.  
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. 
ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა  გამოირიცხოს." ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ვითარების ამსახველი ფოტო, ან ვიდეომასალა არ გაუვრცელებია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი