გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ლუკა გოგია გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ახალგაზრდა ლუკა გოგია თავისუფალია - გოგია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე სახლშია:

"ჩემო ოჯახის წევრებო, სახლში ვარ! ხშირად ვეძებ ამ პროცესის გასაღებს და ყოველთვის ამ სოლიდარობამდე მივდივარ! მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი თანაგრძნობა რეჟიმის ტყვეებს. ასევე, მადლობა ომონს, რომ დამაკავა. ალბათ გული გამისკდებოდა სეუს ბავშვები დაეჭირათ და მე გამოვეშვი, ან სახლიდან მენახა ეს ყველაფერი... ერთად, ძალიან მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს სისტემა უვადო მოსამართლეებზე, ძალმომრეობაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფასა და უკნიდან მოპარვაზე დგას... თუმცა არ არსებობს უვადო მოსამართლე, არც უვადო ხელისუფალი და არც უვადო ბელადი! უვადო მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე - უვადო, სრულყოფილი და უსაზღვროდ სამართლიანი! ცამდე მეამაყებით აქვე, საქალაქოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოტვიფრული სიტყვით დავამთავრებ: "გავიმარჯვებთ!" დიდება საქართველოს! შევხვდებით უსამართლობასთან ბრძოლის ველზე!" წერს გოგია

გოგიას სასამართლო პროცესი 17 აპრილს ჩაუნიშნეს. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ, სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა იქ ღამეებს ათევენ, რეჟიმის პოლიციამ 2 ცალი სკამის დადგომის საშუალება არ მისცა და სეუ-ს ორი სტუდენტი გოგონა ძალის გამოყენებით დააკავა. პროცესს თვალს ადევნებდა ლუკა გოგია, რომელმაც პოლიციას ამ ქმედებისთვის ტაში დაუკრა და უბრალოდ შეკითხვა დასვა, რატომ აკავებდნენ ახალგაზრდებს. ამ დროს ისიც ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და იზოლატორში გადაიყვანეს.

სტუდენტი გოგოები გასულ ღამესვე, ხელწერილით გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი