პენიტენციური სამსახური 1.6 მილიონად 20 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს | ტენდერი უკვე გამოცხადებულია

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური 20 ცალი ოპერატიული დანიშნულების მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად ტენდერს აცხადებს. შესყიდვა 21 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღების პერიოდი 17-22 აპრილია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 570 000 ლარი.

შესყიდვებიის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენა საჭიანი, ახალი (არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი). რუხი, ყავისფერი, ლურჯი ან შავი ფერის..

ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებულ ავტომობილებზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის გარანტია: არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე, ასევე არანაკლებ 3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული და დამოწმებული გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი