თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება

გამოქვეყნდა:

თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება. მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

ამერიკის MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში თბილისში, ამ დოკუმენტის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაინიშნა. სენატორ ჯიმ რიშის ინიცირებულ დოკუმენტს  სენატი 27 მარტს განიხილავს.

მარშის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ MEGOBARI აქტის მიღებას საქართველოს მოქალაქეებისა და დემოკრატიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების მოთხოვნით წარწერებიანი ბანერები. 

[ფოტო: პაატა კვირკვაია]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი